|
დასახელება:
კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
მედ-დიაგნოსტიკა
|
|
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 14 მარტი
|
კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას.
კლინიკა მედ დიაგნოსტიკა აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. თამარაშვილის ქუჩა N4
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია მოვალეობები:
** პაციენტების მიღება და კეთილგანწყობილი, პროფესიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** პაციენტებთან გასაგებ და კორექტულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში;
** პაციენტთა ნაკადის ორგანიზება, ოპტიმალური გადანაწილება და რიგის მართვა;
** პაციენტების საჭიროებების იდენტიფიცირება, აქტიური მოსმენა და შესაბამისი რეაგირება;
** პაციენტისთვის ვიზიტთან დაკავშირებული პროცედურების, მომსახურების პირობებისა და წესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტების საჭიროებისამებრ შესაბამის ექიმთან, ექთანთან ან ადმინისტრაციულ პერსონალთან გადამისამართება;
** კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა პაციენტის პერსონალურ და სამედიცინო ინფორმაციასთან მიმართებით;
** პაციენტთა საჩივრებისა და უკუკავშირის მიღება და მათი გადაცემა პასუხისმგებელ პირს;
** დაძაბული ან კონფლიქტური სიტუაციების მართვა კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობის ინფორმირება;
** სამედიცინო დაწესებულების შიდა წესების დაცვა და პაციენტებისთვის მათი გაცნობა საჭიროების შემთხვევაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი (სასურველია შემდეგი მიმართულებით: მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია)
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** განიხილება გამოცდილების გარეშე.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
გაცნობებთ, რომ "შპს ინთერნეიშენალ მედიკალ კლინიკ" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
|
|
|
|