|
დასახელება:
მთავარი ექთანი
|
| მომწოდებელი:
მედ-დიაგნოსტიკა
|
|
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 14 მარტი
|
კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას.
კლინიკა მედ დიაგნოსტიკა აცხადებს ვაკანსიას მთავარი ექთნის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. თამარაშვილის ქუჩა N4;
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით, დილის 09:00 - დან, საღამოს 18:00 საათამდე;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ფუნქცია მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებაში საექთნო სამსახურის ორგანიზება და მართვა
** ექთნების, უმცროსი ექთნების და სანიტრების მუშაობის კოორდინაცია
** სამუშაო გრაფიკების (ცვლების) შედგენა და კონტროლი
** პერსონალის სამუშაო დისციპლინის მონიტორინგი
** შრომის უსაფრთხოების და შიდა რეგლამენტის შესრულების კონტროლი
** სამედიცინო სტანდარტების, პროტოკოლებისა და კლინიკის შიდა წესების დაცვაზე ზედამხედველობა
** საექთნო სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი
** სამედიცინო ჟურნალების, აღრიცხვების და ფორმების სწორად შევსების ზედამხედველობა
** მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა და ინვენტარის აღრიცხვა
** ვადაგასული მედიკამენტების/რეაგენტების კონტროლი და დროული ჩამოწერა
** მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მოთხოვნის განსაზღვრა
** მიღება-შენახვის წესების დაცვაზე კონტროლი (ტემპერატურული რეჟიმი, ვადები)
** ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალებების აღრიცხვა-შენახვის კონტროლი
** სამედიცინო აღჭურვილობის გამართულობის მონიტორინგი
** ახალი ექთნების ინსტრუქტაჟი და ადაპტაცია
** პროფესიული გადამზადებისა და ტრენინგების ორგანიზება
** პერსონალის შეფასება (ატესტაცია)
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა პერსონალსა და პაციენტებს შორის
** სისუფთავისა და დეზინფექციის რეჟიმის კონტროლი
** სამედიცინო ნარჩენების მართვის წესების დაცვა
** ეპიდუსაფრთხოების ღონისძიებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (მედიცინა);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** განიხილება გამოცდილების გარეშე.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
გაცნობებთ, რომ "შპს ინთერნეიშენალ მედიკალ კლინიკ" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
|
|
|
|