|
დასახელება:
ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი, ლაბორანტ-გადამრჩეველი
|
| მომწოდებელი:
Caucasian PET Company
|
|
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 14 მარტი
|
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
კომპანია აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:
1. ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება შემდეგი სპეციალობიდან ერთ-ერთში მაინც: ლაბორანტი, ტექნოლოგი, ინჟინერი, ხარისხის მაკონტროლებელი, სამედიცინო მუშაკი, ფარმაცევტი, ქიმიკოსი.
** საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
** სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
** წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
** ქართული ენის ცოდნა (რუსული/უკრაინული ენების ცოდნას მივესალმებით).
** კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე.
** კარგი მხედველობა და ხანგრძლივად ვიზუალური სამუშაოს შესრულების უნარი.
** წესების და ინსტრუქციების მკაცრად დაცვა.
** პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე.
** სწრაფი ათვისების უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** შესაბამისი სტანდარტების დაცვით საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი.
** ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება გაზომვების განხორციელებით და აღრიცხვით, პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა და დასკვნების გაცემა.
** მეტროლოგიური ანალიზების ჩატარება.
** პროდუქციის ნორმასთან შესაბამისობის შესახებ დასკვნების გაცემა.
** საამქროს სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი და მონაცემების ჟურნალში შეტანა.
სამუშაო პირობები:
** მისამართი: ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო.
** სამუშაო გრაფიკი ცვლებში: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება).
** ანაზღაურება: 3 თვის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში - 1075₾ ხელზე ან 5, 89₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ ცვლებზე). გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ - 1300₾ - ან 7, 12₾ საათში (დამოკიდებულია გამომუშავებულ ცვლებზე).
2. ლაბორანტ-გადამრჩეველი/შემცვლელი ხარისხის მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
** განათლება და ჩამოთვლილი სპეციალობიდან ერთ-ერთის ქონა: ლაბორანტი; ტექნოლოგი; ინჟინერი; ხარისხის მაკონტროლებელი; სამედიცინო მუშაკი; ფარმაცევტი; ქიმიკოსი.
** საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
** სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
** წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
** ქართული ენის ცოდნა (რუსული/უკრაინული ენების ცოდნას მივესალმებით).
** კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე.
** ძალიან კარგი მხედველობითი უნარი.
** წესების და ინსტრუქციების მკაცრად შესრულება.
** პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე.
** სწრაფი ათვისების უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი.
** ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება.
** პროდუქციის გადარჩევა.
** საამქროს სანიტარული მდგომარეობის კონტროლი.
სამუშაო პირობები:
** მისამართი: ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო.
** ძირითადი გრაფიკი: 08:00-დან 17:00-მდე, შაბათი და კვირა დასვენება.
** ლაბორანტ-მაკონტროლებლის შეცვლის შემთხვევაში: პირველი დღე დღის ცვლა - 08:00-დან 20:00-მდე, მეორე დღე ღამის ცვლა -20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება; ლაბორანტ-მაკონტროლებლის შეცვლის შემდეგ 8 საათიან გრაფიკზე გადასვილისას - 1 დღე დასვენება).
** ანაზღაურება: 3 თვის გამოსაცდელი/სწავლების ვადის განმავლობაში - 900₾ ხელზე. შემცვლელის პოზიციაზე ცვლებში - 1075₾ ხელზე ან 5, 89₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ დროზე, საპენსიო გადასახადის გარეშე).
სოციალური პაკეტი მოიცავს:
** სამედიცინო დაზღვევა;
** სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში;
** კორპორატიული მობილური ნომერი;
** კვება შესვენების დროს;
** პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე;
** FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნესდარბაზები).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართული, რუსულ ენაზე ელმისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com
|
|
|
|