|
დასახელება:
დეველოპერული პროექტების გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
DEVELONY
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
უძრავი ქონების მარკეტინგული კომპანია "DEVELONY" ვაკანსიას აცხადებს დეველოპერული პროექტების გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ჩვენს შესახებ
ჩვენ ვართ უძრავი ქონების მარკეტინგული კომპანია DEVELONY, რომელიც მართავს მაღალი და საშუალო კლასის საცხოვრებელი და მრავალფუნქციური დეველოპერული პროექტების მარკეტინგსა და გაყიდვებს. ვთანამშრომლობთ წამყვან დეველოპერებთან და ვქმნით სტრატეგიულ გაყიდვების პროცესს, რომელიც ეფუძნება ხარისხს, ნდობასა და შედეგს.
ძირითადი მოვალეობები:
** დეველოპერული პროექტების ბინებისა და კომერციული ფართების გაყიდვა;
** შემოსული ლიდების დამუშავება;
** კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი და პირადი კომუნიკაცია;
** შეხვედრების დაგეგმვა, პროექტების პროფესიონალური პრეზენტაცია ოფისში და ობიექტზე;
** კლიენტების კონსულტირება გადახდის პირობებისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ;
** მოლაპარაკებების წარმოება და გარიგების დახურვა;
** CRM სისტემაში მუშაობა და ანგარიშგება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გამოცდილება უძრავი ქონების ან გაყიდვების სფეროში;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** მოლაპარაკებების წარმატებით წარმოების გამოცდილება;
** შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი მოტივაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინა;
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია; სხვა ენები - უპირატესობა).
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებული ანაზღაურება + პროცენტი თითოეული გაყიდვიდან;
** რეალური შესაძლებლობა მაღალი შემოსავლის მისაღებად;
** მზა მარკეტინგული ლიდები;
** ძლიერი გუნდი და მხარდაჭერა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: tamarmashava@develony.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი.
|
|
|
|