Робота для біженців з України
იურისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: Tempo Holding
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
კომპანია "Tempo Holding" ვაკანსიას აცხადებს იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი

ჩვენს შესახებ:

Tempo Holding - სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.

ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მართვა;
** ხელშეკრულებების მომზადება, გადახედვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა (კლიენტები, ქვეკონტრაქტორები, მომწოდებლები);
** ნებართვებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საკანონმდებლო სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და მათი მორგება კომპანიის საქმიანობაზე;
** კომპანიის ყოველდღიური სამართლებრივი საქმიანობის რეგულირება და პროცესების სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია;
** შიდა დოკუმენტაციის და პროცედურების სამართლებრივი გამართულობა;
** მენეჯმენტის სამართლებრივი კონსულტირება მიმდინარე საკითხებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** გამოცდილება სამშენებლო/უძრავი ქონების სფეროში;
** ხელშეკრულებების სამართლის ძლიერი ცოდნა;
** მოლაპარაკებების და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დეტალებზე ყურადღება.

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@tempoholding.ge, ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - იურისტი
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.
"ტემპო ჰოლდინგი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე