|
დასახელება:
ოტორინოლარინგოლოგი
|
| მომწოდებელი:
ევექსი
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ოტორინოლარინგოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, პ. იაშვილის ქ. N 9/11
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის მიღება და კვლევა: ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ცხოვრების ანამნეზის, ფიზიკალური კვლევის მონაცემების შეკრება/შეფასება, დაავადებების დიაგნოსტირება, პრევენცია, მკურნალობა;
** სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის დაავადების მართვა და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
** სრულყოფილი სამედიცინო ჩანაწერების წარმოება, კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, ინფორმაციის დაფიქსირება მიმდინარე რეჟიმში დროულად, განსაზღვრულ ვადებში;
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის EHR სისტემაში ასახვა კანონმდებლობის შესაბამისად;
** პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი ოტორინოლარინგოლოგიაში;
** სასურველია ბაზისური გულფილტვის რეანიმაცია (BLS) ვალიდური სერტიფიკატი;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/otorinolaringologi---qutaisi/777
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|