Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=701399&print=yes&view=jobs
 
გერმანული ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანული ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: ნიუტონის თავისუფალი სკოლა
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს გერმანული ენის მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე.

თუ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, ეცნობით და იყენებთ სწავლების ახალ მეთოდებს, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ "ნიუტონის თავისუფალი სკოლის" გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.

"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს გერმანული ენის მასწავლებელს.

კვალიფიკაცია:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება
** მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაცია
** ორგანიზებულობა
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა
** კრეატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 28 თებერვალი.

გაცნობებთ, რომ შპს "ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, ამუშავებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

რეზიუმესა და სხვა დოკუმენტების კომპანიისთვის გაგზავნით, პრეტედენტი ადასტურებს, რომ თანახმაა, კომპანიამ მიმდინარე ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით დაამუშავოს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემები და ასევე, შეინახოს იგი მონაცემთა ბაზაში 3 წლის ვადით, მომავალში პრეტედენტისთვის სხვა პოზიციის შეთავაზების მიზნით.

პრეტენდენტს უფლება აქვს გამოიხმოს თავისი თანხმობა იმავე ელ.ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით, რომელზეც გაგზავნა რეზიუმე და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში, კომპანია წაშლის პრეტედენტის პერსონალურ მონაცემებს და აღარ განიხილავს მას მიმდინარე ან/და მომავალში წარმოშობილ ვაკანსიებზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია