|
დასახელება:
საშრობ-სამტვრევის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ცემენტის კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია რომელიც უკვე 10 წელია აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიან საშრობ-სამტვრევის ოპერატორის პოზიციაზე.
ვაკანსიის მდებარეიბა: ქ. ფოთი
სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (ცვლის თანამშრომელი)
გრაფიკი: ყოველ მე-4 დღეს 24 საათიანი ცვლა, შესვენება ცვლაში 4 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შეამოწმოს საშრობისა და დოზატორების აპარატების ტექნიკური გამართულობა და ექსპლუატაციის უსაფრთხო მდგომარეობა;
** უზრუნველყოს საწყობში სამუშაო პროცესის კონტროლი და მუდმივად იმყოფებოდეს თვალთახედვის არეში;
** დაიცვას სატრანსპორტო საშუალებებსა და შენობებს შორის დადგენილი უსაფრთხო მანძილი;
** ცვლის განმავლობაში განახორციელოს ტერიტორიის პერიოდული დათვალიერება და რისკების იდენტიფიცირება;
** ტერიტორიაზე მომხდარი ნებისმიერი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უსაფრთხოების სამსახურს, ქარხნის ოპერატორსა და უშუალო ხელმძღვანელს;
** მუშაობის პროცესში გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
** დაიცვას შრომის უსაფრთხოების, ტექნიკის ექსპლუატაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, ელექტრო და სანიტარული ნორმები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული განათლება (ტექნიკური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად);
** საწარმოო/სამრეწველო ობიექტზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** მექანიზმებთან და ტექნიკურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** უსაფრთხოების ნორმებისა და შრომის დაცვის წესების ცოდნა;
** ფიზიკური გამძლეობა და სამუშაო პროცესში ოპერატიულად მოქმედების უნარი.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობა;
** კეთილსინდისიერება.
კომპანია უზრუნველყოფს:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომფორტული სამუშაო გარემო.
კანდიდატების შერჩევა მოხდება:
სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Hr@gcco.ge 2026 წლის 10 მარტის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: საშრობ-სამტვრევის ოპერატორი.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე განაცხადის (CV-სა და სხვა დოკუმენტაციის) წარდგენით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევის, მისი შესაბამისობის შეფასებისა და შესაძლო/არსებული შრომითი ურთიერთობის მიზნებისთვის.
პერსონალური მონაცემები ინახება მაქსიმუმ 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით, და დამუშავდება მხოლოდ უფლებამოსილი პირების მიერ, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვით. დამსაქმებელი უზრუნველყოფს მონაცემთა კონფიდენციალურობას და დაცვას უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან.
|
|
|
|