Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=701360&print=yes&view=jobs
 
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი - წყალტუბო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
მომწოდებელი: თრაქ სერვისი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
შპს "თრაქ სერვისი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე.

შპს "თრაქ სერვისი" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების შეკეთების სერვისის მიმწოდებელ კომპანიას და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამ მიმართულებით ბაზარზე.

კომპანიაში დაგხვდებათ:

** მეგობრული გარემო
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პირობები
** მზარდი ანაზღაურება
** კორპორატიული ღონისძიებები

სამუშაო ადგილი: წყალტუბოს რ-ნი, ზედა მესხეთი (ქუთაისი, ნიკეას ბოლო)
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მექანიკური/ავტომატური გადაცემათა კოლოფის ავტომანქანის პროფესიონალურად მართვა;
** ავტომანქანის ტექნიკურად გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** ავტომანქანის ინტერიერის/ექსტერიერის სისუფთავეზე ზრუნვა;
** საგზაო მოძრაობის წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B/C კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელია;
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში;
** დროის მართვის უნარი

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ და მეგობრულ კომპანიაში და გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: truckservise25@gmail.com ან დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 600901.

გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

შპს "თრაქ სერვისი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია