Робота для біженців з України
პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: სერვის ისტ საქართველო
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
"სერვის ისტ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება ევროში, ეკვივალენტი ქართულ ლარში, შეთანხმებისამებრ.
მდებარეობა: გურამ ფანჯიკიძის ქუჩა #22, ბლოკი A, ოფისი 7, 0160, თბილისი, საქართველო.

შპს "სერვის ისტ საქართველო" არის სამრეწველო და საწარმოო დანადგარებისა და აღჭურვილობის სერვისების პროვაიდერი კომპანია, რომელიც გახლავთ KRONES AG-ის ექსკლუზიური პარტნიორი ევრაზიაში.

კომპანიის საქმიანობის სფეროა ინდუსტრიული მრეწველობა და იგი მოიცავს ტექნიკური სერვისების ფართო სპექტრს სამრეწველო წარმოების სისტემებისთვის, მათ შორის:დანადგარების ინსტალაცია და სამონტაჟო სამუშაოები, დანადგარების შეკეთება, სამრეწველო ტექნოლოგიური ოპტიმიზაცია და პროგრამული უზრუნველყოფა, კრონესის მეორადი და ახალი დანადგარებისა და ნაწილების მიწოდება და ა.შ.

პრაქტიკული გამოცდილებისა და ძლიერი რეგიონული ცოდნის საფუძველზე, "სერვის ისტ საქართველო" პარტნიორებს სთავაზობს ეკონომიურ და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კომპანია.

სამუშაოს აღწერა — ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური პროექტების (დანადგარის შეკეთება, ინსტალაცია, რეტროფიტინგი და სხვა) დაგეგმვა, რისკების შეფასება და მართვა სხვადასხვა საწარმოებში
** ტექნიკური დეტალების სრული ციკლის განხილვა Krones-ის მენეჯერებთან
** კვალიფიციური ტექნიკოსების სწორად შერჩევა და განაწილება პროექტების მოთხოვნების შესაბამისად
** პროექტების პროგრესის მონიტორინგი და რეპორტების შემუშავება და ანალიზი
** ტექნიკური გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი ეფექტური მოგვარება
** პროექტების შესაბამისობის კონტროლი ტექნიკურ სტანდარტებთან და ვადებთან

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: jobs.sege@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე