Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=701249&print=yes&view=jobs
 
ექსპორტის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის კოორდინატორი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

"ILARIA" ეძებს ექსპორტის კოორდინატორს პარტნიორი კომპანიისთვის:

** სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 09:30-18:30
** ანაზღაურება: 2000-3000 ლარი
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

პოზიციის აღწერა:

ექსპორტის კოორდინატორი პასუხისმგებელია საქონლის ლოჯისტიკურ პროცესებზე, საერთაშორისო პარტნიროებთან კომუნიკაციასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებაზე. კოორდინატორი უზრუნველყოფს პროცესების კონტროლსა და ოპტიმიზაციას კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად, თანამშრომლონს სხვადასხვა დეპარტამენტთან და ჩართულ მხარეებთან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, გადამოწმება, კონტროლი
** კომპანიის შიდა აღრიცხვის პროგრამაში მუშაობა
** საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა
** პარტნიორებისგან მიღებული ინფორმაციის სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა: საქონლის აღწერა, ღირებულების გადამოწმება. მიწოდების ვადების დაგეგმვა
** დამკვეთებისა და სხვა შესაბამისი სამსახურისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება
** საქონლის ადგილმდებარეობის პერიოდული მონიტორინგი დანიშნულების ადგილზე მისვლამდე
** საჭირო რეპორტების მომზადება
** სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტთან კოორდინაცია: გაყიდვების სამსახურთან, გადამზიდავთან, საბაჟო ბროკერთან და სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბაჟო პროცედურების ცოდნა
** აუცილებელია ინგლისური, სასურველია რუსული
** საოფისე პროგრამების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება

საჭირო უნარები:

** ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარები

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge. აუცილებელია მიუთითოდ ვაკანსიის დასახელება: "ექსპორტის კოორდინატორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია