Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=701238&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების და კოორდინაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების და კოორდინაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ACT Institute
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
საგანმანათლებლო მიმართულება "ACT Institute" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გაყიდვების და კოორდინაციის სპეციალისტის პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი უნდა იყოს ხიდი პოტენციურ მონაწილეებსა და სასწავლო პროცესს შორის.

პოზიცია: გაყიდვების და კოორდინაციის სპეციალისტი

დასაქმება: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 (ჰიბრიდული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1 სთ შესვენებით)

პოზიციის ძირითადი საქმიანობა:

გაყიდვების და კოორდინაციის სპეციალისტის ძირითადი საქმიანობაა ტრენინგ-ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აქტიური გაყიდვა (განსაკუთრებით B2C მიმართულებით) და ტრენინგების შემდგომი ორგანიზაციული მხარდაჭერა.
კერძოდ:

გაყიდვები და ბიზნესის განვითარება (70%):

** B2C გაყიდვების მართვა: ღია პროგრამების პოპულარიზაცია და ინდივიდუალური მსმენელების მოზიდვა.
** აქტიური გაყიდვების წარმოება: "ცივი" და "თბილი" ზარების განხორციელება, პოტენციურ კლიენტებთან მიმოწერის წარმოება და კონსულტირება.
** მცირე ბიზნესებთან კომუნიკაცია: მცირე ზომის ორგანიზაციების იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი ტრენინგ-პროდუქტების შეთავაზება.
** კლიენტების ბაზის შექმნა და მართვა: დაინტერესებული პირების მონაცემთა ბაზის (Lead generation) მუდმივი განახლება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება.
** B2B მხარდაჭერა: აღმასრულებელი ლიდის დახმარება კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაციისას (მაგ. ინფორმაციის მიწოდება HR მენეჯერებისთვის ღია პროგრამების შესახებ).

საოპერაციო და საორგანიზაციო კოორდინაცია (30%):

** ლოგისტიკური მართვა: ტრენინგის ჩასატარებელი სივრცის მომზადება, საჭირო მასალების (ბეჭდური მასალები, სერტიფიკატები და სხვ.) მომზადება.
** ტრენერებთან თანამშრომლობა: ტრენერების სამუშაო განრიგის კოორდინაცია და მათთვის საჭირო ტექნიკური თუ შინაარსობრივი მხარდაჭერის გაწევა.
** გაყიდვების შემდგომი მომსახურება (After-sales): ტრენინგის მსვლელობისას მსმენელთა კმაყოფილების მონიტორინგი და კურსის დასრულების შემდეგ უკუკავშირის შეგროვება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, სოციალური მეცნიერებების ან მომიჯნავე სფეროში.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.
** საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა ნებისმიერ პლატფორმაზე; კანდიდატს ადგილზე შევასწავლით მუშაობისთვის საჭირო ყველა სპეციფიკურ პროგრამასა თუ ხელსაწყოს. სავალდებულოა სოციალურ ქსელებში კომუნიკაციისა და ინტერაქციის ძალიან მაღალ დონეზე ფლობა.

სამუშაო გამოცდილება:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, მომსახურების ან ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან დამწყები სპეციალისტები, მაღალი მოტივაციით)

უნარები:

** პროაქტიულობა: ინიციატივის გამოჩენა და პრობლემების გადაჭრის უნარი დამოუკიდებლად.
** კომუნიკაბელურობა: სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი.
** ორგანიზებულობა: დეტალებზე ორიენტირებულობა და ვადების (deadlines) მკაცრი დაცვა.
** შედეგზე ორიენტირებულობა: დასახული გაყიდვების გეგმების შესრულების შინაგანი დრაივი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** პროფესიული ზრდა: შესაძლებლობა იმუშაოთ უშუალოდ აღმასრულებელ ლიდთან და ისწავლოთ ბიზნესის მართვის ყველა ასპექტი.
** დამოუკიდებლობა: ჩვენ ვაფასებთ ახალ იდეებს და გაძლევთ სივრცეს მათი იმპლემენტაციისთვის.
** ტრენინგებზე წვდომა: საშუალება დაესწროთ კომპანიის მიერ ორგანიზებულ საუკეთესო ბიზნეს ტრენინგებს.
** მოქნილი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვების შედეგებიდან გამომდინარე.

ACT ინსტიტუტი არის ACT-ის (ანალიზისა და კონსულტაციის გუნდი) საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიონალებისა და ორგანიზაციების განვითარებას საქართველოში. ჩვენი პროგრამები ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გაძლიერებასა და უწყვეტ განვითარებაზე.

ACT ინსტიტუტი შეიქმნა მთავარი რწმენით: ცოდნა იქცევა ტრანსფორმაციის ძალად მაშინ, როდესაც ის პრაქტიკაში გამოიყენება და რეალურ ცვლილებებს იწვევს.

ჩვენ ვქმნით პრაქტიკულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ეხმარება ზრდასა და განვითარებაში.
23-წლიანი გამოცდილებით კვლევასა და მენეჯმენტ კონსალტინგში, ჩვენი პროგრამები აერთიანებს ბიზნეს ექსპერტიზას, თანამედროვე მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკებსა და ტრანსფორმაციულ სწავლებას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 6 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com

მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია