Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოებისა და პარტნიორული ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
** ახალი კლიენტების მოძიებისა და გაყიდვების არხების განვითარების უნარი;
** სასურველია კომერციული / საფასო შეთავაზებების მომზადების გამოცდილება;
** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა.

სამუშაო მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და პირველადი კომუნიკაციის დამყარება;
** აქტიური მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული შეთავაზებების მომზადება;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ჩატარება და პლატფორმის შესაძლებლობების ეფექტური წარდგენა;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** დღეში საშუალოდ 20-30 პოტენციური ზარის განხორციელება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების შემდგომი პროცესების მართვა და კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება;
** პლატფორმის ძლიერი მხარეების სწორად წარმოჩენა და ახალი კომპანიების რეგისტრაციის ხელშეწყობა;
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა შესაბამის ოპერატორებთან.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.shiukashvili@emgeorgia.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე