Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=701227&print=yes&view=jobs
 
ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს და წარმოდგენილია ბაზარზე ბრენდებით "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. როლი მოიცავს წლიურ შესრულებაზე დაფუძნებულ პრემიას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

პოზიციის მიზანი: ფინანსური დირექტორი უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური სტრატეგიის, ბიუჯეტირების, ანგარიშგებისა და ფულადი ნაკადების ეფექტურ მართვას, ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის მისაღწევად.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების კონტროლი;
** გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმვა და პროცესების ოპტიმიზაცია;
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
** წლიური ბიუჯეტის შედგენა, შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;
** ფინანსური ანგარიშგება IFRS სტანდარტების შესაბამისად და რეპორტინგი მენეჯმენტისთვის, საბჭოსა და პარტნიორებისთვის;
** ფულადი ნაკადების დაგეგმვა, საბანკო შეთანხმებებისა და სესხების ადმინისტრირება;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანების კონტროლი და მარაგების მონიტორინგი;
** ხარჯების აღრიცხვისა და შიდა კონტროლის სისტემების ზედამხედველობა;
** აუდიტორებთან თანამშრომლობა და რეგულაციების დაცვა;
** ფინანსური ანალიტიკა და გადაწყვეტილების მხარდაჭერა კრიზისულ ან სტრატეგიულ საკითხებში;
** ფინანსური გუნდის ხელმძღვანელობა, მენტორინგი და პროფესიული განვითარება;
** ERP სისტემების მართვა და ფინანსურ-საოპერაციო პროცესების ეფექტურობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** არა ნაკლებ 5 წლიანი გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში, მათ შორის 3 წელი მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და ეთიკა
** ლიდერობა
** სტრატეგიული ხედვა
** ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** სიზუსტე და დეტალებზე ყურადღება
** დროის ეფექტური მართვა
** ინიციატივიანობა და ინოვაციური მიდგომა.

კომპანიის შეთავაზება:

** საინტერესო სამუშაო და კომფორტული სამუშაო გარემო
** კონკურენტული კომპენსაციისა და ბენეფიტების პაკეტი
** ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პაკეტი
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქტებზე

დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2026
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია