Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=701225&print=yes&view=jobs
 
ქოსთ კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოსთ კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: Metta
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
სამშენებლო კომპანია "მეტტა|Metta" 2018 წელს შეიქმნა. ორგანიზაციას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.metta.ge

"მეტტა|Metta" ეძებს გუნდის ახალ წევრს ქოსთ კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ.55
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ

ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.

ქოსთ კონტროლის სპეციალისტის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთთან წარსადგენი ფორმა 2-ის მომზადება და წარდგენა, შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმებისა და დადასტურების საფუძველზე;
** მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, კონტროლი და სისტემატიზაცია;
** შიდა ფორმა 2-ის წარმოება და შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა შიდა ხარჯთაღრიცხვისა და ბიუჯეტის შესაბამისად;
** მასალებისა და რესურსების ჩამოწერის კონტროლი, ფაქტობრივი მოხმარების შესაბამისობის გადამოწმება დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვასთან;
** პროექტის შიდა ბიუჯეტის მიხედვით ხარჯების მონიტორინგი და ანალიზი (ქოსთ-კონტროლი);
** ბიუჯეტური გადახრების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
** ქვეკონტრაქტორების შესრულებული სამუშაოების დათვლა და მათი წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმება;
** პროექტის მენეჯერთან, ტექნიკურ და ფინანსურ დეპარტამენტებთან კოორდინაცია შესრულებული სამუშაოებისა და ხარჯების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
** შესრულებული სამუშაოებისა და ფინანსური მაჩვენებლების პერიოდული ანგარიშგება;
** პროექტთან დაკავშირებული ფინანსურ-ტექნიკური დოკუმენტაციის არქივირება და მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით სასურველია განათლება პროექტების მართვის მიმართულებით;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სამშენებლო ინდუსტრიაში;
** MS Office (Word, Excel) - პროფესიული დონე;
** AutoCad, ArchiCad - პროფესიული დონე;
** ინგლისური - სამუშაო დონე, ქართული ენა - სრულყოფილი, გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი.

უნარები და შესაძლებლობები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის გასაკეთებლად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, გადადით ბმულზე: https://wkf.ms/467Y1BL

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია