Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Russell Bedford
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
"Russell Bedford Georgia" არის აუდიტორთა, ბუღალტერთა, საგადასახადო და ბიზნეს-კონსულტანტთა გლობალური ქსელის — Russell Bedford International-ის წევრი. კომპანია საქართველოში ოპერირებს აუდიტის, საგადასახადო, საბუღალტრო და ბიზნეს-კონსულტაციის მიმართულებით.

ვაცხადებთ ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

** ლოკაცია: თბილისი, საბურთალო, ანტონოვსკაიას 9
** ანაზღაურება: 2, 000 - 3, 000 ლარი (კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად)

პოზიციის შესახებ

ამ პოზიციაზე თქვენ ჩაერთვებით კლიენტების საბუღალტრო და საგადასახადო პროცესების მართვაში, დოკუმენტაციის კონტროლში და ფინანსური ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფაში.

თქვენი სამუშაო მოიცავს როგორც ოპერაციულ აღრიცხვას, ასევე საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებას და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას პარტნიორებისათვის.

სამუშაო გარემო

Russell Bedford Georgia-ში თქვენ იმუშავებთ მცირე და პროფესიულ გუნდში (5 თანამშრომელი ოფისში), სადაც თითოეული წევრის წვლილი მნიშვნელოვანი და თვალსაჩინოა.

პროცესები ნაკლებად ბიუროკრატიულია, რაც გაძლევთ შესაძლებლობას აიღოთ მეტი პასუხისმგებლობა და პროფესიულად განვითარდეთ.

ჩვენთან კომუნიკაცია ღია და უშუალოა - შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ ხელმძღვანელობას ნებისმიერ პროფესიულ საკითხზე.

პროექტების მიხედვით თანამშრომლობა მიმდინარეობს გარე სპეციალისტებთან, რაც გაძლევთ მრავალფეროვან გამოცდილებას და სხვადასხვა ინდუსტრიის კლიენტებთან მუშაობის შესაძლებლობას.

რას გააკეთებთ?

** პროგრამულად აღრიცხავთ საბუღალტრო ოპერაციებს ORIS-ში
** მოახდენთ პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას და შესაბამის გატარებებს
** აღრიცხავთ ადგილობრივ და საერთაშორისო შესყიდვებს, ხარჯებს, მარაგებსა და ძირითად საშუალებებს
** იმუშავებთ RS.GE პორტალზე (ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები)
** აღრიცხავთ საბანკო და სალარო ოპერაციებს
** აკონტროლებთ დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებს
** მოამზადებთ ინვოისებს
** მონაწილეობას მიიღებთ ყოველთვიური და წლიური ფინანსური რეპორტების მომზადებაში
** ჩართული იქნებით ინვენტარიზაციის პროცესში
** მოახდენთ საგადასახადო რისკებისა და კრიტიკული საკითხების იდენტიფიცირებას

იმისათვის, რომ წარმატებით გაართვათ თავი სამუშაოს საჭიროა გამოცდილება, რომელიც მოიცავს:

** საბუღალტრო პროცესების მართვას პირველადი დოკუმენტაციიდან ანგარიშგებამდე
** ORIS პროგრამაში ყოველდღიურ მუშაობას
** RS.GE საგადასახადო პორტალთან მუშაობას (ინვოისები, ზედნადებები)
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის პრაქტიკულ გამოყენებას
** IFRS-ზე დაფუძნებულ ანგარიშგებაში მონაწილეობას
** ვადების დაცვით და დამოუკიდებლად მუშაობას

განათლება და უნარები

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამისი მიმართულებით
** მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ყურადღება
** სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და ვადების მართვის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვა

ენები და პროგრამები

** ქართული - თავისუფლად (ვერბალური და წერითი)
** ინგლისური - სამუშაო დონეზე
** MS Office - სავალდებულო

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 12 მარტამდე გამოაგზავნეთ რეზიუმეები ელ-ფოსტაზე: khatuna@russellbedford.ge და გრაფაში "საგანი" მიუთითეთ "ბუღალტერი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები Russell Bedford Georgia-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე