Робота для біженців з України
მთავარი დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი დიასახლისი
მომწოდებელი: საკონდიტრო ბელა
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
საკონდიტრო "ბელა" საწარმოში აცხადებს ვაკანსიას მთავარი დიასახლისის პოზიციაზე!

ანაზღაურება: 1300 ლარი (სრულ განაკვეთზე);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

მოვალეობები:

** საწარმოში სისუფთავის, ჰიგიენურ-სანიტარული ნორმებისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
** საწარმოო, სასაწყობე და ადმინისტრაციული სივრცეების დასუფთავების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** დიასახლისების გუნდის მართვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და დავალებების გადანაწილება;
** სარეცხი, სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებების მარაგის კონტროლი და დროული მოთხოვნის უზრუნველყოფა;
** ნაგვის სწორად შეგროვების, გატანის, კონტეინერების სისუფთავის უზრუნველყოფა/კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში ახალი თანამშრომლების გადამზადებაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება (სასურველია კვების/საწარმოო ობიექტზე);
** სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 596 453 453.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე