Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=701078&print=yes&view=jobs
 
ტენდერი ღონისძიებების ორგანიზების მომსახურების შესაძენად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ღონისძიებების ორგანიზების მომსახურების შესაძენად
მომწოდებელი: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 თებერვალი
"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი" აცხადებს ტენდერს ღონისძიებების ორგანიზების მომსახურების შესაძენად.

(იხ. დანართი #1)

მომსახურების შესყიდვის მიზანი:

** საკონფერენციო სივრცე ღონისძიებისთვის.
** თარჯიმნის მომსახურება.
** ფოტოგრაფის მომსახურება.
** სრული ტექნიკური აღჭურვილობა: თარჯიმნის ჯიხური, მიკროფონი, პროექტორი, ეკრანი, ნოუთბუქი, ყურსასმენი და სხვ.
** ფურშეტის/ღონისძიების ორგანიზება გარე სივრცეში.
** ყავით შესვენების/კვებით მომსახურების ორგანიზება დახურულ სივრცეში.
** სასტუმროს ნომრები.
** სატრანსპორტო მომსახურება: აეროპორტში დახვედრა/გაცილების სერვისი, სრული სატრანსპორტო მომსახურება (მინივენი, სედანი, სამარშრუტო ტაქსი, მინი ავტობუსი, დიდი ავტობუსი, კონკრეტული კლასის ავტომობილის მოდელი მოთხოვნის შემთხვევაში)
** ავიაბილეთების დაჯავშნა/შეძენა.

წარმოსადგენი დოკუმენტები და ინფორმაცია:

** პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება.
** საიდენტიფიკაციო კოდი/ნომერი.
** პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი.
** ხელმძღვანელის სახელი და გვარი.
** საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მეილი, საიტი)
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
** ბოლო ორი წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების მიმღები კომპანიების სია.
** საქონლის და მომსახურების ფასების ცხრილი. (ხელმოწერილი)
** აუდიტის რეპორტი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ევროკავშირის პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-საგან, შესაბამისად, აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მოთხოვნილი მომსახურების თანხა გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან.
** შეთანხმებულ ვადებში საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის (ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ.) წარმოდგენა.
** გადახდის ფორმა: უნაღდო ანგარიშსწორება ორ ეტაპად ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე. პირველ ეტაპზე გადაირიცხება ავანსის სახით არაუმეტეს 30%-ისა, ხოლო მეორე ეტაპის გადარიცხვა მოხდება მომსახურების მიღების შემდეგ.
** ღონისძიებები ჩატარდება საქართველოს ფარგლებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
** სულ მცირე სამწლიანი სამუშაო გამოცდილება.
** ფინანსური რესურსი-სულ მცირე 60000 ლარის ოდენობის წლიური ბრუნვა. (რომელიც დადასტურებული იქნება თანმდევი დოკუმენტაციით)
** ადამიანური რესურსი-მინიმუმ ერთი მუდმივი პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია მომხმარებელთან კომუნიკაციაზე და შეკვეთების მართვაზე. (ქვეკონტრაქტორი ადამიანური რესურსის გამოკლებით)

ტენდერში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, ამა წლის 19 თებერვლის, 18:00-მდე მოგვაწოდოთ თქვენი სატენდერო წინადადება ფასის მითითებით (ეროვნულ ვალუტაში) შემდეგ მეილზე: info@avng.ge.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ "ღონისძიებების ორგანიზება-ტენდერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია