|
დასახელება:
საინფორმაციო მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
პროკრედიტ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" საცალო ბანკინგის გუნდში!
"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
ვაკანსია: საინფორმაციო მხარდაჭერის სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპიუტერული და ქსელური ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი და პროგრამულად გამართვა;
** საოფისე კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებლად და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** სხვადასხვა საოფისე პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
** ენდ იუზერების დახმარება სამუშაო გარემოს გამართულად მუშაობისთვის (e-mails, network problems, etc);
** IT ინვენტარის საწყობის წარმოება და კონტროლი;
** სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.
მოთხოვნები:
** IT მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1) ჩაითვლება უპირატესობად;
** ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, დავალებისთვის გამოყოფილი ვადების კონტროლი.
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "საინფორმაციო მხარდაჭერის სპეციალისტი" შემდეგ ელფოსტაზე: geo.it.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 28/02/2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ www.procreditbank.ge)
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
|
|
|
|