|
დასახელება:
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
SlaySong
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
კომპანია "SlaySong"-ი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
"SlaySong" არის სწრაფად მზარდი სტარტაპ კომპანია, რომელიც ქმნის მომხმარებელზე მორგებულ პერსონალურ სიმღერებს. კომპანია ოპერირებს ევროპის 12 ქვეყანაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** შემოსული შეტყობინებებისა და მეილების სრულყოფილი დამუშავება;
** პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული მოგვარება შესაბამის გუნდებთან კოორდინაციით;
** მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე AI-გენერირებულ პროდუქტთან დაკავშირებული ხარვეზების გადამოწმება, საჭირო კორექტირება და შემთხვევების სისტემური აღრიცხვა;
** შეკვეთების ყოველდღიური მონიტორინგი და ვადების კონტროლი სისტემაში;
** მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდაზე მუშაობა და უკუკავშირის მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** საოფისე პროგრამებისა და ციფრული პლატფორმების ცოდნა;
** მრავალ ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
სასურველი გამოცდილება:
** მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** CRM ან ონლაინ შეკვეთების მართვის სისტემებთან მუშაობა;
** ტექნოლოგიურ ან ციფრულ პროდუქტთან მუშაობის გამოცდილება;
** პრობლემური შემთხვევების მართვის პრაქტიკა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ემპათია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** ანალიტიკური აზროვნება და სიზუსტე დეტალებში;
** ტექნოლოგიებისა და AI პროდუქტებისადმი ინტერესი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@slaysong.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი.
"კომპანიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
|
|
|
|