Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=701038&print=yes&view=jobs
 
გენერალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: კაფე-რესტორნების ქსელი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
თბილისში ახალი გახსნილი კაფე-რესტორნების ქსელი ეძებს გუნდში გენერალურ მენეჯერს, რომელიც გაუძღვება საკონდიტრო-ბულანჟერიის საქმიანობას.

ზოგადი დებულება:

განაკვეთი: სრული
დეპარტამენტი/განყოფილება: რესტორანი, ბარი, კაფე, საწარმო.
ექვემდებარება: დამფუძნებელს

დაქვემდებარებაში ჰყავს: საცხობის თანამშრომლები, საკონდიტროს თანამშრომლები, საწარმოს თანამშრომლები, სერვისი, მიმტანი, შეფ მზარეული, სამზარეულოს სტაფი, დასუფთავების თანამშრომლები, დაცვა.
შიდა კომუნიკაცია: მენეჯმენტი, ადმინისტრაცია, სხვა ფილიალის მენეჯერები, ტექნიკოსები.
გარე კომუნიკაცია: ბულანჟერიის სტუმრები, მომწოდებლები, მომსახურე კომპანიები და ფიზიკური პირები.

საქმიანობა რეგულირდება:

** საქართველოს მოქმედი შრომის კოდექსით
** შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონით
** კომპანიის შინაგანაწესით
** შრომითი ხელშეკრულებით
** მოცემული თანამდებობრივი ინსტრუქციით
** დამფუძნებლის მიერ გამოცემული ნებისმიერი ბრძანებით აქტით და სხვა მარეგულირებელი საბუთებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია: მენეჯმენტი, ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა, სასტუმრო-რესტორნის მენეჯმენტი ან მონათესავე სფერო)

სამუშაო გამოცდილება:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე
** სასურველია გამოცდილება კაფე-რესტორნის, საცხობის ან საწარმოო ობიექტის მართვაში
** მრავალფილიალური სტრუქტურის მართვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად

ტექნიკური ცოდნა და უნარები:

** სახელმწიფო ენის გამართული ცოდნა
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
** საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე

უნარები და კომპეტენციები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ეფექტური სერვისის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** კეთილგანწყობილება
** გუნდურობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** კეთილსინდისიერება
** გაყიდვების გაზრდაზე ორიენტირებული.
** ახალი პროდუქტების შექმნა

მიზანი:

** ბულანჟერიის ფილიალის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** მომსახურების, პროდუქციის ხარისხისა და ჰიგიენური ნორმების კონტროლი
** წარმოების პროცესების ეფექტური ორგანიზება და კონტროლი
** HACCP და შიდა სტანდარტების დაცვა
** საწარმოს გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** კაფეს, საცხობის, საწარმოს კვეთების სწორი დაგეგმარება.
** წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვების პროცესების სწორი დაგეგმვა
** გაყიდვების ზრდის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება
** პროდუქციის ასორტიმენტის ოპტიმიზაცია და ახალი შეთავაზებების დანერგვა
** ხარჯების კონტროლი და ფინანსური შედეგების გაუმჯობესება
** ბრუნვის ზრდაზე ორიენტირებული.
** ახალი ფილიალების დაგეგმვა და მართვა.
** ახალი ფილიალების გახსნის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება
** ლოკაციების შეფასება, ოპერაციული მოდელის დანერგვა

ფუნქციები:

** მომსახურებების ხარისხის მართვა, მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება, პრობლემის დროულად აღმოჩენა და მათზე ოპერატიული რეაგირება. პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზედმიწევნით ზრუნვა.
** დაქვემდებარებული პერსონალისა და მომსახურე პირების მიერ სამუშაოს შესრულების კონტროლი და შეფასება;
** ფინანსური განყოფილების მიერ მიწოდებული გეგმის შესასრულებლად ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარება - პერსონალის მოტივირება, სერვისის გაუმჯობესება, სამზარეულოს გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მიღება-დასაწყობების კონტროლი. რაც მოიცავს, მონაცემების შედარებას რეალურ მიღებულსა და ზედნადებს შორის, რეალურად შეკვეთილსა და მიღებულს შორის. ასევე, წუნდებული პროდუქციის დროული იდენტიფიცირება და შეცვლა. ამ მიმართულებით პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა.
** მცირე შესყიდვებისთვის განკუთვნილი საბანკო ბარათის განკარგვა და პროცედურების დაცვა. შესყიდვისას მყიდველისგან საბუთის ატვირთვის მოთხოვნა
** ფასდაკლებების, პროგრამულად წაშლილი შეკვეთების, ჩამოწერების ყოველდღიური მონიტორინგი
** შეკვეთების დროული გაკეთება მარაგების, კვირის დღეების, მოსალოდნელი ღონისძიებების და დატვირთულობის გათვალისწინებით.
** დღის პროგრამული და სალაროს დახურვის გამართულად უზრუნველყოფა.
** საკანცელარიო და ჰიგიენური საშუალებების მარაგების კონტროლი.
** სახარჯი მასალების, ჰიგიენური და საკანცელარიო საშუალებების ოპტიმალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
** კომუნალური ხარჯების მუდმივი მონიტორინგი და ეკონომიაზე ზრუნვა.
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის მიღება მომწოდებელი კომპანიისგან მითვლა/მიწონვა შეფთან ან მის წარმომადგენელთან ერთად, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** ფილიალის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში მომსახურე კომპანიასთან კომუნიკაცია.
** ფილიალში შრომის უსაფრთხოების, ხარისხის, ჰიგიენის და მომსახურების და სხვა დადგენილი სტანდარტების დაცვის მონიტორინგი და სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფა;
** საკადრო ცვლილებები - ვაკანსიის საჭიროება.
** ნაღდი ფულის/ სალაროს პროცედურების კონტროლი (თანხის მიღება/გაცემა, დანაკლისი/ზედმეტობა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება); მომსახურე პერსონალის ტრენინგი და მონიტორინგი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
** სამზარეულოს მონიტორინგი გლოვოს და გასატანი შეკვეთების დაგვიანების თავიდან აცილების მიზნით.
** კონკრეტული კერძის შეფერხების, ე.წ. "დასტოპების" შემთხვევაში პრობლემის აღმოფხვრის გზების უზრუნველყოფა;
** დამფუძნებელთან რეპორტინგი შესრულებული, შესასრულებელი და მიმდინარე დავალებების შესახებ;
** სხვა დავალებების შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
** ახალი პარტნიორების მოძიება და არსებული პროდუქციის რეალიზება.
** სამომავლოდ ახალი ობიექტების დაგეგმვა და მართვა.
** ორგანიზაციაში სამუშაო პროცესების ცვლილებიდან გამომდინარე (სტრუქტურის ცვლილება, ავტომატიზაცია, მექანიზაცია და სხვა) შესაძლოა მოხდეს მოცემული თანამდებობრივი ინსტრუქციის ისეთი დაკორექტირება, რომელიც არ გულისხმობს არსებითი პირობების შეცვლას და არ საჭიროებს მოცემულ პოზიციაზე დასაქმებული პირის თანხმობას.

უფლებები:

მენეჯერს აქვს უფლება:

** აუცილებლობის შემთხვევაში თავად განსაზღვროს დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის ფორმა;
** ხარვეზების დაფიქსირების შემთხვევაში ჩაერიოს სამზარეულოს, საცხობის, საწარმოს ფუნქციონირებაში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით
** მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს სიახლეებით, მოსაზრებებით, რომლებიც გააუმჯობესებენ როგორც მისი, ასევე კომპანიის მუშაობას;
** მოითხოვოს უშუალო ხელმძღვანელისგან მის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებაში თანადგომა;
** მიიღოს კომპანიის თანამშრომლებისა და ხელმძღვანელი პირებისაგან ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
** გაეცნოს კომპანიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებების პროექტებს, რომლებიც ეხება მის საქმიანობას.

გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: confectioneryboulangerie@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია