Робота для біженців з України
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

ქართული ამერიკული უნივერსიტეტის მისიაა მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა, კვლევის წარმოება და ინოვაციური საქმიანობა. თანაბარი შესაძლებლობების მიცემის საფუძველზე - ცოდნის, უნარებისა და საყოველთაო ღირებულებების განმტკიცებითა და სოციალური პასუხისმგებლობის აღიარებით, საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ცოდნის შექმნისა, დაგროვებისა და გაზიარების გზით.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსიძის #10;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: 1100 ₾ (ხელზე ასაღები);

ფუნქცია-მოვალეობები:

** საგარეო ურთიერთობებში უნივერსიტეტის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება;
** უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაში უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და დაინტერესებული პირებისათვის დახმარების გაწევა;
** შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
** დოკუმენტაციის მომზადება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სტაჟირება/მივლინებისთვის;
** უნივერსიტეტის სტუდენტთათვის კონსულტაციის გაწევა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებასთან დაკავშირებით;
** სტუდენტთა საზღვარგარეთ მობილობისთვის დოკუმენტაციის მომზადება და ამ მიზნით შესაბამის პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება;
** ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროგრამების ადმინისტრირება და პოპულარიზაცია;
** საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში უნივერსიტეტის და მისი წარმომადგენლების მონაწილეობისათვის დოკუმენტაციის მომზადება;
** ინფორმაციის მოძიება და უნივერსიტეტის სტუდენტების ინფორმირებულობა საერთაშორისო სტუდენტურ ფორუმებსა და გამოფენებთან დაკავშირებით;
** სემინარების, საგანმანათლებლო და კულტურული შეხვედრების ორგანიზება უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით;
** უცხოურ უნივერსიტეტებში მობილობის მსურველი სტუდენტებისათვის, ასევე უცხოური უნივერსიტეტებიდან მობილობით გადმოსვლის სურვილის მქონე პირებისათვის კონსულტაციის გაწევა;
** უცხოური დელეგაციის მასპინძლობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;
** შიდა საუნივერსიტეტო აქტების პროექტების მომზადება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
** სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, ასევე მოქალაქეების წერილებისა და განცხადებების განხილვა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში და მასზე პასუხების მომზადება;
** სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** უპირატესობა მიენიჭებათ დამატებით სხვა ევროპული ენის მცოდნე კანდიდატებს;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული გაცვლით პროგრამაში ან/და შეხება გაცვლითი პროგრამის პროცესთან;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 27 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე