|
დასახელება:
HR მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Travel Door Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
ტურისტული კომპანია "Travel Door Georgia" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
"Travel Door Georgia" არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში, 2017 წლის მარტში. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას ტურისტებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი.
ძირითადი მოვალეობები:
** რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა: ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების შერჩევა, ინტერვიუების ჩატარება და შერჩევის პროცესის კოორდინაცია
** თანამშრომელთა მიღების, ადაპტაციისა და გათავისუფლების პროცესების მართვა
** HR ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება (შრომითი ხელშეკრულებები, შიდა რეგულაციები, ბრძანებები და სხვა)
** ხელფასების ადმინისტრირების პროცესის მართვა
** თანამშრომელთა ტრენინგებისა და განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება
** სასწავლო და განვითარების პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და შეფასება
** თანამშრომელთა შესრულების შეფასების პროცესში მონაწილეობა
** შიდა კომუნიკაციისა და კორპორაციული კულტურის განვითარებაში აქტიური ჩართულობა
** შრომის კანონმდებლობის შესაბამისად HR პროცესების უზრუნველყოფა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში
** HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
** SELF.HR სისტემაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სამედიცინო დაზღვევას
განიხილება როგორც ნახევარ ისე სრულ განაკვეთზე.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@traveldoor.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|