Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: იბერია ბიზნეს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
"იბერია ბიზნეს ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს, ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

"იბერია ბიზნეს ჯგუფი"-ის ისტორია წარმატებული ბიზნესის 20 წელს ითვლის. დღეს ჰოლდინგი ერთ-ერთი ლიდერია ქართულ საავტომობილო ბაზარზე. წარმოადგენს ისეთ საავტომობილო ბრენდებს, როგორიცაა: მიცუბიში, აუდი, შკოდა, VW.

სამუშაო დრო - ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 197;

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

** ბრენდის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიის შემუშავება;
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი;
** ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და კომუნიკაციის სტილის მართვა;
** ახალი მოდელების ლანჩის დაგეგმვა და განხორციელება;
** წლიური მარკეტინგული გეგმისა და ბიუჯეტის მომზადება;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა (TV, დიჯიტალი, სოციალური მედია, გარე რეკლამა);
** PR აქტივობების კოორდინაცია;
** დილერებთან და პარტნიორ სააგენტოებთან თანამშრომლობა;
** შოურუმში ბრენდის ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა და კონტროლი;
** ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** მწარმოებელთან კომუნიკაცია და რეპორტინგ;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** სტრატეგიების დაგემგვის, კოორდინირების და მართვის უნარი;
** სოციალური პლატფორმების და ვებ გვერდის მართვის გამოცდილება;
** შემოქმედობითობა;
** იმპროვიზაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტერპერსონალური უნარები: ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ნეთვორქინგი;
** მიზანსწრაფულობა და შედეგიანობა;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, პროფესიულ სასწავლო ტრენინგებში ჩართვის შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - a.karkusashvili@ibg.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ბრენდ მენეჯერი.

"იბერია ბიზნეს ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"იბერია ბიზნეს ჯგუფ"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "იბერია ბიზნეს ჯგუფი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე