Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700961&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული და ლოჯისტიკის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული და ლოჯისტიკის ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს ამბები/მთის ამბები
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ადმინისტრაციული და ლოჯისტიკის ასისტენტი - საქართველოს ამბები / მთის ამბები

"საქართველოს ამბები / მთის ამბები" ეძებს გუნდის ახალ წევრს - ენერგიულ, ორგანიზებულ და საქმეზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც ჩვენი ექსპედიციებისა და ყოველდღიური საქმიანობის საყრდენი გახდება. ჩვენი სამუშაო გარემო უმეტესად გადის მაღალმთიან რეგიონებზე, რთულ გზებსა და საინტერესო თავგადასავლებზე.

ანაზღაურება: პოზიციის სახელფასო განაკვეთი 2500-დან 3000-მდე ლარია, გადასახადების ჩათვლით.

დამატებითი ბენეფიტები: საველე გასვლების დროს ორგანიზაცია სრულად უზრუნველყოფს კვებისა და განთავსების ხარჯებს;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, პროექტების სპეციფიკიდან გამომდინარე არასტანდარტული რეჟიმით მუშაობის შესაძლებლობით.

რას გთავაზობთ?

** შესაძლებლობას, გახდეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მედია-პროექტების თანამონაწილე;
** დინამიკურ სამუშაო გარემოს პროფესიონალთა გუნდში;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და მუდმივ მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები:

** მობილობის უზრუნველყოფა: გუნდის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებებში, სპეციფიკური რელიეფის პირობებში);
** ლოჯისტიკური მხარდაჭერა: გადაღებებისა და ექსპედიციებისთვის საჭირო ინვენტარის მომზადება, ტექნიკური გამართულობის კონტროლი და ტრანსპორტირება;
** ადმინისტრაციული დახმარება: ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ოპერატიული მოგვარება; საველე გასვლების წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება - ლოკაციების დაზვერვა, საჭირო რესურსების მობილიზება და ადგილობრივ კონტაქტებთან კომუნიკაცია; ** ორგანიზაციის მატერიალური აქტივების (ტექნიკა, ინვენტარი) გამართული ფუნქციონირების ზედამხედველობა;
** ავტოპარკის მოვლა: ორგანიზაციის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური გამართულობისა და სისუფთავის მუდმივი მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი აქტიური გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა: ჩვენთვის ავტომობილის მართვა ნიშნავს გუნდის უსაფრთხოებაზე ზრუნვას;
** პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** რთულ რელიეფზე და არასტანდარტულ გრაფიკში მუშაობის მზაობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 28 თებერვლამდე გამოგზავნეთ CV და მართვის მოწმობის ასლი მისამართზე: vacancy.icn@gmail.com (სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან შეავსეთ ანკეტა: https://mtisambebi.ge/about-main/join გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია