|
დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
რუსთავის აზოტი
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
მოვალეობები:
** კომპანიის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შესყიდვების დაგეგმვა.
** მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა.
** კომერციული შეთავაზებების მოთხოვნა, შედარება და ანალიზი.
** ფასებზე, პირობებსა და მიწოდების ვადებზე მოლაპარაკებების წარმოება.
** ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა და პირობების შეთანხმება.
** შესყიდვის შეკვეთების (PO) მომზადება და კონტროლი.
** მიწოდების პროცესის მონიტორინგი და ვადების კონტროლი.
** ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფა და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა.
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ლოჯისტიკის მიმართულებით;
** გამოცდილება მომარაგების ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციებში დროული რეაგირების უნარი
** პასუხისმგებლობიანი
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
** ტრანსპორტირება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com; გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|