|
დასახელება:
დამხმარე ტექნიკური პერსონალი
|
| მომწოდებელი:
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში დამხმარე ტექნიკური პერსონალის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1, 520 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)
შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
ფუნქცია მოვალეობები:
** ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო და მცირე სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** სარწყავი სისტემების შეკეთებაში მხარდაჭერა ტექნიკური დავალების შესაბამისად;
** სამშენებლო ან სარემონტო ნარჩენებისგან ტერიტორიის გაწმენდა და გასუფთავება;
** შენობა-ნაგებობებში მცირე ტიპის ტექნიკური სამუშაოების შესრულება (კარის, ონკანის შეკეთება და სხვ.);
** ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ტექნიკური მხარდაჭერა (ინვენტარის მიწოდება, სივრცის მოწყობა და დემონტაჟი);
** სხვა ტექნიკურ ან სამეურნეო სამუშაოებში მონაწილეობა ხელმძღვანელის მითითებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია).
უნარები:
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.
შერჩევის მეთოდები:
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 13.03.2026.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე Hr@nbgg.ge
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|