|
დასახელება:
ტენდერი სატრენინგო/სასწავლო კურსის მომსახურების შესაძენად
|
| მომწოდებელი:
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 თებერვალი
|
|
თანდართული ფაილი:
700893_Tender_9276819.zip
|
"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი" აცხადებს ტენდერს სატრენინგო/სასწავლო კურსის მომსახურების შესაძენად
მომსახურების შესყიდვის მიზანი:
სატრენინგო მომსახურების შეძენა შემდეგი თემატიკით:
** გარემოს დაცვა და მწვანე განახლება სოფლად;
** ორგანიზაციული განვითარება;
** პროექტების წერა, ბიუჯეტირება, შესყიდვები, შეფასება/მონიტორინგი, ხარისხის კონტროლი და სხვ.
** ადგილობრივი მეწარმეობის განვითარება;
** ტურიზმი;
** სოფლის მეურნეობა;
** ციფრული ტექნოლოგიები.
კონკრეტული თემატიკა, რომელიც შესაძლოა იყოს მოთხოვნილი:
** როგორ დავიწყოთ სტარტაპი;
** ციფრული უნარების განვითარება;
** მარკეტინგი და ბრენდირება;
** ეკო პროდუქტების წარმოება;
** ტურიზმი;
** პროექტის მართვა;
** მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიები;
** სურსათის უვნებლობა;
** სოფლის მეურნეობის პროდუქციის დივერსიფიკაცია და ღირებულებათა ჯაჭვის
პოტენციალის გამოყენება და სხვა.
ტრენინგები/სასწავლო კურსები ჩატარდება საქართველოს ფარგლებში, როგორც თბილისში, ასევე იმერეთსა და კახეთში (განხორციელების პერიოდი - 2026 წელი)
წარმოსადგენი დოკუმენტები და ინფორმაცია:
სატრენინგო მასალის მომზადებისა და ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებული ფასი:
** 1 ტრენინგ მოდულის მომზადების ღირებულება
შენიშვნა: ტრენინგ მოდულში იგულისხმება: ტრენინგის შინაარსი, დღის წესრიგი; პრეზენტაციები; სავარჯიშოები; ვიზუალური მასალა და ბმულები საჭიროების შემთხვევაში; მასალები მონაწილეთათვის;
** 1 ტრენინგის ჩატარების ღირებულება
** ჩასატარებელი ტრენინგ-საათ/ებ/ის ღირებულება;
შენიშვნა: წარმოდგენილი ფასები (ტრენინგ საათი/ტრენინგის ჩატარება) უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა სახის გადასახადს და წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე.
შენიშვნა: წლის განმავლობაში ჯამში ჩატარდება 40-60 ტრენინგი. რეგიონებში ჩასატარებელი ტრენინგის ხარჯი უნდა მოიცავდეს ასევე, მგზავრობის, სასტუმროსა და დღიურ ხარჯებს (ყვარელი, გურჯაანი, ლაგოდეხი, ზესტაფონი, ვანი, წყალტუბო).
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
** პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება;
** საიდენტიფიკაციო კოდი/ნომერი;
** პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
** ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
** საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მეილი, საიტი);
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
** ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების მიმღები კომპანიების სია;
** მომსახურების ფასების ცხრილი (ხელმოწერილი);
** ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული აუდიტის რეპორტი.
აუცილებელი მოთხოვნები:
** პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის საჭირო თემის იდენტიფიცირებისას:
** ტრენინგ-მოდულის მომზადების უზრუნველყოფა არაუგვიანეს 3 (სამი) კვირის განმავლობაში;
** ტრენინგების განხორციელება ძდექ-ის მიერ განსაზღვრულ ვადებში;
** ტრენინგის თემის/ების მიხედვით ექსპერტ/ტრენერების შერჩევა და კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა (CV, რეკომენდაცია, სერტიფიკატები).
გადახდის ფორმა: უნაღდო ანგარიშსწორება მოხდება მომსახურების მიღების შემდეგ. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში
2024 -2025 ფისკალური წლის ფინანსური ხარჯი არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის წლიური ბრუნვა (რომელიც დადასტურებული იქნება წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით).
1 წლის განმავლობაში მსგავსი სირთულის ტრენინგების/სასწავლო კურსების ჩატარების გამოცდილება, რომლის წლიური ხარჯიც უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ლარისა.
იმ შემთხვევაში თუ მოხდება ექსპერტების/ტრენერების/სასწავლო კურსების ჩანაცვლება სხვა პირებით/კურსებით, აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს ცნობილი ძდექ-თვის წინასწარ, ორი კვირით ადრე და მიღებული იქნეს წერილობითი თანხმობა.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, ამა წლის 19 თებერვლის, 18:00-მდე მოგვაწოდოთ თქვენი სატენდერო წინადადება ფასის მითითებით (ეროვნულ ვალუტაში) შემდეგ მეილზე: info@avng.ge.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ "სატრენინგო/სასწავლო კურსი-ტენდერი".
|
|
|
|