|
დასახელება:
ბარისტა
|
| მომწოდებელი:
illy Caffè
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
"Illy caffe"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.
დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი.
"illy Caffè" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე აეროპორტის ფილიალში.
მოვალეობები
** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის;
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა;
** კაფეში სისუფთავის შენარჩუნება, მოთხოვნების შესაბამისად;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში;
მოთხოვნები
** ბარისტად მუშობის გამოცდილება
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური (სავალდებულო) ; რუსული (სასურველია)
პირობები:
** ანაზღაურება: 6.67 ლარი საათში +2 % ნავაჭრის (1 თვის შემდეგ) + თიფსი (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20 %);
** ოფიციალური დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევაში ორმაგი ანაზღაურება;
** სამუშაო გრაფიკი : 2 X 2, 12 სთ, თვეში 15 დღე, დღე ღამე სმენები, მცოცავი;
** სამედიცინო დაზღვევა;
** კვება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|