Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: იბერკომპანი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
შპს "იბერკომპანი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრ "ჰოუმმარტის" ადმინისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსულ ზარებზე/მეილებზე უკუკავშირი;
** მოიჯარეებთან ეფექტური კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და წარმოქმნილი საკითხების შესრულების მონიტორინგი;
** სავაჭრო ცენტრში გამოვლენილი ხარვეზების ეფექტურად მართვა, გადამისამართება შესაბამის პირთან და პროცესში აქტიური ჩართულობა;
** საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის ზეპირი და წერილობითი დავალებების შესრულება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

პირობები:

** მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ
** სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 კალენდარული დღე, ცვლებში შეთანხმებით;
** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, მითითებულ მისამართზე: info@ibercompany.ge დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე