Робота для біженців з України
სადგურების მონიტორინგის სამსახურის მორიგე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადგურების მონიტორინგის სამსახურის მორიგე-ოპერატორი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას სადგურების მონიტორინგის სამსახურის მორიგე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა
განაკვეთი: 24-საათიანი მორიგეობა, 4 დღეში ერთხელ

ძირითადი მოვალეობები:

** სადგურების მონიტორინგი, ვიდეო კამერებით;
** სადგურებში სიგნალიზაციების მოხსნა-აყვანის მონიტორინგი;
** გენერატორებში საწვავის კონტროლი და შევსება;
** გენერატორების გაუმართაობის შემთხვევაში საავარიო სამსახურთან კომუნიკაცია;
** დენის გათიშვის შემთხვევაში გენერატორის ჩართვა-გამორთვა და შესაბამის ორგანზიაციასთან კომუნიკაცია;
** ავარიის შემთხვევაში სადგურებში ყოფნა;
** სადგურებში ტემპერატურის სტაბილურობის, სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგი;
** სადგურებში არასამუშაო საათების დროს ტექნიკური სამუშაოების შესრულებისათვის, ტექნიკური ჯგუფისთვის სადგურში შესვლის ორგანიზება. (ადგილზე გასვლა, კარის გაღება, სიგნალიზაციის მოხსნა აყვანა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** კომპიუტერთან/პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობის ქონა (მექანიკური გადაცემათა კოლოფი)

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გამართულად მეტყველება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** რისკების შეფასების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV/ან საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge.

გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მონიტორინგის სამსახურის მორიგე-ოპერატორი

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელების" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე