|
დასახელება:
ტექნიკური გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
UGT
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
კომპანია "UGT"-ის განახლებადი ენერგიების სამსახურში ვაცხადებთ ვაკანსიას ტექნიკური გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს მზის ენერგიის (PV) პროექტების გაყიდვებზე B2B და B2C სეგმენტებში.
პოზიცია აერთიანებს გაყიდვებს, კლიენტებთან კომუნიკაციას და წინასწარ ტექნიკურ შეფასებას (პრისეილი).
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
დასაქმების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** პოტენციური კლიენტების მოძიება და გაყიდვების პროცესის მართვა;
** კლიენტის მოთხოვნების ანალიზი (ტექნიკური და კომერციული);
** მზის სადგურის წინასწარი კონცეფციის შეთავაზება;
** ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია პრესეილის ეტაპზე;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;
** მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტის გაფორმების მხარდაჭერა;
** ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი;
** გაყიდვების ანგარიშგება და KPI-ების შესრულება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები
** გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია B2B მიმართულებით);
** მზის ენერგიის ან ენერგეტიკის სფეროს საბაზისო ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება:
** გამოცდილება მზის პანელების/PV სისტემების გაყიდვებში;
** ენერგოეკონომიკური ან ფინანსური გათვლების გაგება;
** ტექნიკური განათლება (ინჟინერია, ენერგეტიკა, IT).
ენები: აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილი, ხოლო ინგლისური ენის B1-B2 დონეზე ცოდნა.
კომპეტენციები:
** ტექნიკური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი.
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 11 მარტის ჩათვლით.
ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1182/
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|