Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700822&print=yes&view=jobs
 
სამუშაო დროის აღრიცხვის და მონიტორინგის სპეციალისტი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაო დროის აღრიცხვის და მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
შპს. "ავერსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას სამუშაო დროის აღრიცხვის და მონიტორინგის სპეციალისტის (დეკრეტის შემცვლელი) პოზიციაზე მარნეულის ფილიალში.

თბილისიდან მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "ავერსის კლინიკა"

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ავერსის კლინიკის თანამშრომლების სამუშაო განრიგების წარმოების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სამუშაო განრიგში ცვლილებების დროული ასახვა;
** თანამშრომელთა სამუშაო საათების დაანგარიშება პროგრამის საშუალებით და მიწოდება შესაბამისი სპეციალისტისთვის;
** თანამშრომელთა მიერ წარმოდგენილი ბიულეტენების აღრიცხვა;
** მინიმალური ანაზღაურების პორტალზე თანამშრომელთა ნამუშევარი საათების შეტანა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/rSpKW

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ მონაცემების წარდგენა, გულისხმობს სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ვაკანსიის განთავსებიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთან, ამავე ვადის განმავლობაში ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr_clinic@aversi.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.

წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" PDPO@AVERSI.GE; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "სელფ.ჯი" (ს/ნ: 405373714), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია