|
დასახელება:
ონლაინ კომერციის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მეგატექნიკა
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
"მეგატექნიკა" უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. "მეგატექნიკას" ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
"მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ონლაინ კომერციის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი/სამშაბათი-შაბათი
ანაზღაურება: ფიქსირებული
ფუნქცია-მოვალეობები:
** ონლაინ პლატფორმებიდან/არხებიდან შემოსული შეკვეთების მიღება, გადამოწმება, გაფორმება, სისტემაში ასახვა და სტატუსების მართვა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია ტელეფონით/ჩატით/ელფოსტით; შეკვეთასთან, პროდუქტის მახასიათებლებთან, გარანტიასთან და მიწოდებასთან დაკავშირებული კონსულტაცია და მხარდაჭერა;
** ფასების, ფასდაკლებების, აქციებისა და პრომო-კოდების სისტემაში კორექტული ასახვა;
** ცვლილებების კონტროლი და შესაბამის დეპარტამენტთან შეთანხმება დადგენილი წესით;
** მარაგების/ნაშთების მონიტორინგი, პროდუქტის ხელმისაწვდომობის დროული განახლება;
** პროდუქტის ბარათების (აღწერა/ფოტო/მახასიათებლები) განახლების კოორდინაცია;
** შეკვეთების შეცვლის/გაუქმების/დაბრუნების პროცესების მართვა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად; ** საჭირო დოკუმენტაციის და ჩანაწერების წარმოება;
** გადახდის მეთოდებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია (ონლაინ გადახდა, გადარიცხვა, ადგილზე გადახდა და სხვ.); გადახდის პრობლემების პირველადი მხარდაჭერა და გადამისამართება შესაბამის მხარესთან;
** მიწოდების პროცესის კონტროლი, შეკვეთის სტატუსის მონიტორინგი, საკურიერო/ლოგისტიკურ პარტნიორებთან კომუნიკაცია, დაგვიანებების/ხარვეზების მართვა;
** გაყიდვების ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი, მონაცემების შეგროვება/დამუშავება, პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, პრობლემური ეტაპების იდენტიფიკაცია და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება (ვებსაიტი/ჩექაუთი/კომუნიკაცია);
** საწყობთან, მიტანის სერვისთან, კატეგორიების მენეჯერებთან, მარკეტინგთან, საფინანსოსთან და ტექნიკურ მხარდაჭერასთან კოორდინაცია შეკვეთების დროული შესრულებისა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (სასურველია);
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნაა;
** ონლაინ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** SEO საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "ონლაინ კომერციის სპეციალისტი"
"მეგატექნიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებას.
გაცნობებთ, "შპს ომეგა" (ს/კ: 211334830, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., N11) დაამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სერტიფიკატებს, დიპლომებს და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით ელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ: 400402435), ელექტრონული ფოსტა: info@officers.ge
პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ შპს "ომეგას" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.
|
|
|
|