Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700802&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო-სოციალური პროგრამების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო-სოციალური პროგრამების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურს სამედიცინო-სოციალური პროგრამების ადმინისტრატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამების მომსახურების გამართულად მართვა და ორგანიზება;
** პროგრამათა ელექტრონული პორტალების მართვა;
** ელექტრონულ პორტალზე პროგრამის ბენეფიციართა რეგისტრაცია და საათების შეყვანა;
** პროგრამის ადმინისტრირება და ანგარიშების წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
** ორგანიზაციის აღრიცხვის პორტალის ზედამხედველობა;
** თანამშრომელთა და ბენეფიციართა პირადი საქმის წარმოება, შესაბამისი დოკუმენტების მოვლა შენახვა;
** თანამშრომელთა მუშაობის განრიგის შედგენა და მონიტორინგი;
** მშობლებთან კომუნიკაცია, მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება განრიგის ცვლილების შესახებ დროული ინფორმირება, სხვა მომსახურებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის წარმოება;
** პროგრამების სათანადო რესურსებით აღჭურვაზე ზრუნვა;
** თერაპევტთათვის შესაბამის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა;
** მომსახურების პოტენციური მომხმარებლისათვის მომსახურების და ჩასარიცხი პროცედურების გაცნობა;
** ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზის წარმოება;
** ბენეფიციართა და მომლოდინეთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
** პროგრამით გათვალისწინებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო საათები მოიცავს კვირაში ხუთ სრულ სამუშაო დღეს 9:00-დან 18:00 საათამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო მენეჯმენტი ან მომიჯნავე დარგში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ელექტრონულ პორტალებთან მუშაობის უნარები;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, exel, Power Point, Outlook.);
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა;
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელმისამართზე უნდა წარმოადგინოს:

** რეზიუმე (CV)
** სამოტივაციო წერილი

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 26 თებერვლამდე

რეზიუმე, სამოტივაციო წერილთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს ელმისამართზე: dcfs.georgia@gmail.com

"Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი".

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად. გამოგზავნილი რეზიუმეების მიხედვით შერჩეული კანდიდატები დაბარებული იქნებიან გასაუბრებაზე.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების და პროფესიონალთა პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა, ასევე მათი ოჯახების უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, სხვადასხვა პროგრამების განხორციელების გზით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია