|
დასახელება:
დღის ცენტრის სპეციალური მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
პირველი ნაბიჯი საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას დღის ცენტრის სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე.
"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სპეციალური მასწავლებელი მონაწილეობს რეაბილიტაცია-აბილიტაციის გეგმის განხორციელებაში, ხელს უწყობს ბენეფიციარების სოციალურ ინტეგრაციას და თანამშრომლობს დღის ცენტრის მულტიდისციპლინურ გუნდთან.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური სასწავლო პროგრამის განხორციელება, წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ შემუშავებული მიზნების მიხედვით.
** მონაწილეობის მიღება ბავშვების ფუნქციური უნარებისა და ქცევის შეფასების პროცესში
** ბენეფიციარების დღის ცენტრის მიკროავტობუსამდე მიცილების უზრუნველყოფა (ცენტრის ეზოში)
** დღის ცენტრის ბენეფიციარების დახმარება კვების პროცესში.
** დღის ცენტრის ტერიტორიაზე ბენეფიციარების უსაფრთოხოების უზრუნველყოფა
** მონაწილეობის მიღება სოციალური ინტეგრაციის პროგრამის დაგეგმვაში. თემატური გასვლითი გაკვეთილების განხორციელება, სეზონური ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება.
ცოდნა, კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება სპეციალური განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** სასურველია, მუშაობის გამოცდილება მომიჯნავე სფეროებში/პროგრამებში;
უნარები და თვისებები:
** ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
სამუშაო დატვირთვა: სამუშაო დღეები, 09:30-16:00 სთ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 11 მარტი. გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|