Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700774&print=yes&view=jobs
 
ტენდერი საკვები პროდუქტების შესყიდვაზე - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი საკვები პროდუქტების შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
თანდართული ფაილი: 700774_danarti_7787132.zip
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს საკვები პროდუქტების შესყიდვაზე

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს საკვები პროდუქტების მომწოდებელ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ქ. ზუგდიდის პროექტის ფარგლებში დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტების გრძელვადიანი მოწოდების მიზნით.

საკვები პროდუქტები:

** შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალისა და რაოდენობების ამსახველი დოკუმენტის (შესავსები უწყისი - ფასთა ჩამონათვალი) ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.
** შესასყიდი საკვები პროდუქტების რაოდენობა შესაძლებელია დაკორექტირდეს მომწოდებელსა დადამკვეთის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. შესასყიდი პროდუქცია მოიცავს საკვებ პროდუქტებს (ხილ-ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ბურღულეული, მინერალური წყლები და წვენები, კონსერვირებული ნაწარმი და ტკბილეული).
** შესასყიდი პროდუქცია საჭიროა მოწოდებულ იქნას კვირაში ერთხელ (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი").
** საქონლის სრული ღირებულების გადახდა მოხდება ელექტრონული საგადახდო დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ (მაქსიმუმ სამი დღის ვადაში).

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
2. განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
3. შევსებული უწყისი - ფასთა ჩამონათვალი (დანართი N1)

მომსახურების გაწევის ვადები: 2026 წლის 01 მარტიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ბეჭდით დალუქული კონვერტით და სათაურად მიუთითეთ როგორც "საკვები პროდუქტები" ისე კომპანიის სახელწოდება.

ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის გამოგზავნა ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: Tamar.meskhia@sos-kd.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ: "ტენდერი - საკვები პროდუქტები"

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 20 თებერვალი 18:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 93, მე-3 სართული.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია