|
დასახელება:
ლოჯისტიკის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
სენა ავტო ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
სენა ავტო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საბაჟოებიდან და საწყობებიდან ტვირთების/გზავნილების განბაჟება და ტრანსპორტირება.
** სახარჯი და სხვა მასალების სერვის ცენტრში ტრანსპორტირება
** სხვა მომწოდებლებისგან ნაწილ (ებ)ის ტრანსპორტირება
** ახალი და მეორადი ავტომანქანების განბაჟება/გადაფორმება
** ახალი ავტომობილების ტრაილერიდან დაცლის კონტროლი და პარკინგზე განთავსება
** ავტომობილების პირველადი დათვალიერება
** გასაღებების ჩაბარება გაყიდვების მენეჯერისთვის
** სტუმრების მიღება-გაცილება, აეროპორტში დახვედრა
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება
** ყოველდღიური გადაადგილების ოპტიმალურად დაგეგმვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ლოჯისტიკის / ფინანსების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** უპირატესად ჩაითვლება ავტო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: offoce@senamotors.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|