Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700756&print=yes&view=jobs
 
სიმულაციური ჰოსპიტლის ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სიმულაციური ჰოსპიტლის ლაბორანტი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
"საქართველოს უნივერსიტეტის" ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა აცხადებს ვაკანსიას სიმულაციური ჰოსპიტლის ლაბორანტის პოზიციაზე.

ჩვენს პერსონალს ვთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** ადმინისტრაციული/სასწავლო/სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
** სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამეცნიერო აქტივობებში
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** ლაბორატორიებში სასწავლო პროცესის დროს მულაჟებისა და მასალების სილაბუსების მიხედვით განლაგება
** ლაბორანტებისა და ლექტორების ხელშეწყობა, საჭიროებისას ოსკისა და ოსპის შეფასების ცენტრებში პროცესის ხელშეწყობა.
** მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად
** სტუდენტების დასწრების აღრიცხვა, მასალების აღრიცხვა, ნარჩენი მასალების უტილიზაცია.

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** უმაღლესი განათლება
** სამედიცინო ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** სიმულატორებთან მუშაობის გამოცდილება და სამედიცინო ინვენტარის გამოყენების ცოდნა
** სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება

უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** სისწრაფე და ოპერატიულობა
** ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 25 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: სიმულაციური ჰოსპიტლის ლაბორანტი. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია