Робота для біженців з України
ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განყოფილების აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განყოფილების აუდიტორი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განყოფილების აუდიტორის თანამდებობაზე.

დეპარტამენტი: შიდა აუდიტის დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი

ფუნქციები და მოვალეობები:

** საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებების შემოწმების ყოველწლიური სამუშაო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** არსებული გეგმის შესაბამისად აუდიტის ჩატარება დამტკიცებული მეთოდოლოგიით და დამატებით საჭიროების შემთხვევაში თემატურ შემოწმებებში და აუდიტის პროექტებში მონაწილეობა;
** აუდიტის ჩატარებით ინფორმაციულ აქტივებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, არსებული კონტროლის მექანიზმების ანალიზი და მათი გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
** ბიზნესპროცესებისთვის გაწეული IT მხარდაჭერის სისრულისა და ეფექტურობის შეფასება;
** IT მიმართულებაში განხორციელებული ხარჯებისა და ინვესტიციების მიზანშეწონილობის ანალიზი;
** შიდა ნორმატიული აქტების ანალიზი - პოლიტიკებისა და პროცედურების შეფასება;
** ბანკის შესაბამისობის შეფასება საკანონმდებლო, სხვა რეგულაციურ მოთხოვნებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან;
** აუდიტორული საქმიანობის შედეგების შეჯამების მიზნით ანგარიშგების მომზადება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;
** შიდა აუდიტის პროფესიული სტანდარტებისა (IIA) და ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** მუშაობის გამოცდილება ფინანსური სექტორის ინფორმაციული უსაფრთხოების, IT აუდიტის ან IT პროცესების შეფასების მიმართულებით.
** IT სისტემების, აპლიკაციების და ინფრასტრუქტურის ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ობიექტურობა, პუნქტუალობა;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჩარჩოების, სტანდარტების და მეთოდოლოგიების ცოდნა (COBIT, ITIL, ISO, NIST, PCI DSS, SWIFT CSP);

სასურველი:

** საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატების ფლობა (ISO, CISA, CISM, CISSP, CIA და სხვა);
** საბანკო საქმიანობის ძირითადი მარეგულირებელი ჩარჩოს, აუდიტის სტანდარტების და რეგულაციების ცოდნა;
** საგადახდო ინსტრუმენტების და ციფრული ბანკინგის პროდუქტების ცოდნა.

უნარები და თვისებები:

** საქმისადმი პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს მაღალი ხარისხით და კონფიდენციალურობის დაცვით შესრულება
** სწრაფვა პროფესიული განვითარებისკენ.
** ობიექტურობა;
** დიპლომატიურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 11 მარტი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე