|
დასახელება:
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი
|
| მომწოდებელი:
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
ვაკანსია: უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი (მანდატური)
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე, შემდეგ ქალაქებში: ბათუმი
რაოდენობა: 2
პროგრესის ამერიკული საერთაშორისო სკოლები უწყვეტ პროგრესს ქმნის საქართველოს სამ ქალაქში:
** ქუთაისი {2002 წლიდან}
** ბათუმი {2015 წლიდან}
** თბილისი {2017 წლიდან}
პროგრესს როგორც სახელმწიფო, ასევე, ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს "College Board-ის"ავტორიზაცია აქვს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს რომ გავცეთ სახელმწიფო ატესტატი და ამერიკული დიპლომი. სკოლას, ასევე, მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced".
აკრედიტაციები სკოლას ანიჭებს უფლებას განახორციელოს ორმაგი, ქართულ-ამერიკული კურიკულუმი და მოსწავლეებს მიანიჭოს ოფიციალური ამერიკული უმაღლესი საშუალო სკოლის დიპლომი საქართველოში.
პოზიციის მიზანი:
მოცემულ პოზიციაზე მომუშავე პირი პასუხისმგებელია სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე, მოსწავლეთა კეთილდღეობის დაცვაზე, დისციპლინის სტანდარტების ზედამხედველობასა და საგანგებო სიტუაციების დროულ მართვაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
უსაფრთხოების მართვა და მონიტორინგი:
** სკოლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის ყოველდღიური მონიტორინგი;
** უსაფრთხოების წესების აღსრულებაზე ზედამხედველობა;
** ვიდეოთვალთვალის სისტემის მართვა და ტექნიკური ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემა შესაბამის სამსახურთან;
** საგანგებო სიტუაციებში მონაწილეობის მიღება (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) და მოსწავლეების, თანამშრომლების უსაფრთხო ევაკუაციის მხარდაჭერა.
დისციპლინის მართვა:
** დისციპლინურ დარღვევებზე რეაგირება სკოლაში არსებული წესებისა და პროტოკოლების შესაბამისად;
** კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიკაცია და მედიაციის პროცესში მონაწილეობა;
** დისციპლინური გადაცდომების შესახებ ფაქტის დაფიქსირება, დარღვევების ელექტრონული ბაზის წარმოება, პერიოდული განახლება;
** მოსწავლეთა, თანამშრომელთა და ვიზიტორთა მიერ დისციპლინის დაცვის მონიტორინგი.
საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა:
** მოსწავლეთა ინფორმირება სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სამართლებრივი საკითხების შესახებ (საგზაო უსაფრთხოება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სხვა);
** ქცევითი სირთულეების მქონე მოსწავლეების მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** სკოლის დირექციასთან და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა დისციპლინის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების მიზნით;
** ჯანსაღი ცხოვრების წესის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B1 დონე).
უპირატესობად ჩაითვლება:
** გამოცდილება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან უსაფრთხოების/დისციპლინის მიმართულებით;
** კრიზისული სიტუაციებისა და კონფლიქტების მართვის უნარები.
განაცხადის შემოტანა:
ბათუმის კანდიდატები განაცხადს აგზავნიან: Hr.batumi@schoolprogress.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი".
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 9 მარტი.
მონაცემები დამუშავდება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
არასრული ან მოთხოვნებთან შეუსაბამო განაცხადები განხილვის გარეშე რჩება.
საგანმანათლებლო ქსელი "პროგრესი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|