Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700535&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: IndigoCars
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
"Indigo Cars" საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.

"Indigo Cars" წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონული ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.

"Indigo Cars" მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.

ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00- 19:00 მდე
ანაზღაურება: 3000 ლარი.

ძირითადი ფუნქციები:

** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა (Facebook, YouTube, LinkedIn, Instagram, tik-tok), ბიუჯეტირება და მონიტორინგი;;
** კონტენტის შექმნა და შექმნის პროცესში დიზაინერთან.
** სოციალური მედიის კამპანიების ინიციირება, დაგეგმვა.
** სოციალური მედიის მართვის გრაფიკის/კალენდრის შემუშავება, მასალების მომზადებისა და განთავსების დაგეგმვა და მართვა.
** სოციალური მედიის პლატფორმების სარეკლამო გვერდების მართვა: კამპანიების დაგეგმვა, სამიზნე აუდიტორიების შექმნა, რეკლამის განთავსება, ბიუჯეტირება და მონიტორინგი.
** სამიზნე სოციალური მედიის ჯგუფებთან კომუნიკაცია, მასალების განთავსება და მონიტორინგი.
** განხორციელებული საქმიანობების რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ქოფირაითინგის უნარები - სამუშაო გამოცდილება ან განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
** Google Analytics-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მარკეტინგულ და საკომუნიკაციო ბრიფებთან მუშაობის გამოცდილება
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის ეფექტურად ათვისებისა და დედლაინების დაცვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია