Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700510&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული ღვინის კომპანია
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
ქართული ღვინის კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სახელფასო რეინჯი: 2500- 3000 ლარი
მდებარეობა: თბილისი.
განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:30.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის ოპერაციული პროცესების სრული მართვა (მიღება, განთავსება, გაცემა);
** მარაგების კონტროლი;
** საქონლის სწორი ლოკაციის, ეტიკეტირებისა და კოდირების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის დაგეგმვა და განხორციელება;
** საწყობის თანამშრომლების მართვა, დავალებების განაწილება და კონტროლი;
** წესრიგისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა საწყობში;
** მიწოდებისა და შიდა გადაზიდვების კოორდინაცია;
** მენეჯმენტისთვის რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საწყობი);
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ანალიტიკური აზროვნება და პროცესების დაგეგმვის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა ;
** გუნდის მართვის გამოცდილება.

პიროვნული უნარები-მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: t.nonikashvili55@gmail.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 3 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია