|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ნარკოლოგიური კლინიკა ლიბერტასი
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი" ეძებს პუნქტუალურ, მოწესრიგებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია, პაციენტებისთვის მზრუნველი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკაში მოსულ პირთა მიღება, გადამისამართება შესაბამის ექიმთან;
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი და გადამისამართება;
** პაციენტების რეგისტრაცია პროგრამულად;
** სალარო ოპერაციების შესრულება ანგარიშსწორების კონტროლი.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ბაზისურ დონეზე ფლობა;
** ქართული ენის სრულყოფილო ცოდნა (ინგლისური, რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად).
პიროვნული მახასიათებლები:
** ემპათია და თავაზიანობა;
** პაციენტებთან და მათ თანმხლებ პირებთან ურთიერთობისას სიმშვიდის და კეთილგანწყობის შენარჩუნების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფი და ეფექტური მუშაობის უნარი.
კონფიდენციალურობა: სამედიცინო და პერსონალური ინფორმაციის დაცვა.
ჩვენი მხრიდან კლინიკა გთავაზობთ: სტაბილურ გარემოს, კომფორტულ და მეგობრულ გუნდს.
სამუშაო საათები: 10:00 - 17:00;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგზავნოთ რეზიუმე მეილზე: clinicmedical51@gmail.com
|
|
|
|