Робота для біженців з України
საინფორმაციო დესკის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო დესკის ოპერატორი
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოსა და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო ასორტიმენტს, ცნობილ და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, ასევე პროდუქციას მისაღებ ფასად.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო დესკის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი
ანაზღაურება: 1140 ლარი
გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა, კვირაში 40 საათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების დახვედრა, კონსულტაციის გაწევა და შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტური გადამისამართება;
** მიმდინარე აქციებისა და შეთავაზებების პრეზენტაცია მომხმარებლებისთვის (ფლაერების დარიგების ჩათვლით);
** ლოიალობის ბარათების, სასაჩუქრე ვაუჩერების და საგარანტიო ტალონების შევსება, რეგისტრაცია და მომხმარებელზე გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში საგარანტიო მომსახურების ობიექტებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა უკმაყოფილების შემთხვევაში დროული რეაგირება;
** შეძენილი პროდუქციის შეცვლისა და უკან დაბრუნების პროცესის მართვა შესაბამის დეპარტამენტებთან;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევებში, გამოკითხვებსა და კომპანიის სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობისთვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 10 მარტის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე