Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700402&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: Borusan CAT
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
კომპანია - "ბორუსან კატ" საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე (3 -12) თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა - "ახალი გენერაცია ბორუსან კატში")

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო, კახეთის გზატკეცილი 118
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:30
დამატებითი ბენეფიტები: კომპანია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას და ლანჩს.

ბორუსან კატ საქართველო არის ამერიკული ბრენდის Caterpillar -ის ოფიციალური დილერი საქართველოში 1997 წლიდან (http://borusancat.ge/)

სტაჟირების პერიოდში შესაძლებლობა გექნებათ:

** ახლოდან გაეცნოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობას.
** მიღოთ გამოცდილება საერთაშორისო კომპანიაში.
** იმუშაოთ ჩვენი კომპანიის გამოცდილ გუნდის წევრებთან ერთად.
** გაეცნოთ ჩვენს შიდა სამუშაო პროცესებს.
** მიიღოთ ფიქსირებული ანაზღაურება.
** სტაჟიორის ტრანსპორტირებას და ლანჩს კომპანია უზრუნველყოფს.
** და რაც მნიშვნელოვანია, კომპანიაში ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება ჩვენს კომპანიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის შევსება/დამუშავება
** 1C პროგრამაში ინფორმაციის შეტანა/დამუშავება
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აქტების შედარება კლიენტებთან
** კლიენტებთან ურთიერთობა/კორესპონდენცია
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ეკონომიკის / ბიზნესის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბუღალტრის კურს დამთავრებული.
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
** დროის მართვის, დაგეგმვის და ორგანიზირების კარგი უნარ-ჩვევები.
** პროგრამების ცოდა: MS Office
** სასურველია საბუღალტრო პროგრამის ცოდნა.

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ კომპანიამ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის თქვენი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიცია. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია