Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700396&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანულ ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი 25 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე https://georgiasnatural.com/ ან Facebook გვერდზე georgias natural

"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 17მ
სამუშაო საათები: 09:30-18:30
დასვენება: შაბათი, კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

** დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მომწოდებლების მოძიება;
** საჭიროების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობა და ტენდერების გამოცხადება;
** შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** შესყიდვების პროცესის დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება შესყიდვების სტატუსის, კონტრაგენტების მონაცემებისა და გადაცდომების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office : Word, Excel, PowerPoint ცოდნა;
** ინგლისურის C1 დონეზე ცოდნა;
** ტენდერებზე მუშაობის გამოცდილება;
** PO-ებისა და სხვა დოკუმენტაციების შედგენის გამოცდილება.

თვისებები რომელიც დაგეხმარებათ ჩვენს გუნდში სამუშაოდ:

** პოზიტიური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი,
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ბმულზე https://georgiasnatural.selfrecruit.ge/1957ad6a-f114-44d4-ac27-e52682421ade

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "არომაპროდუქტის" მიერ (ს/ნ: 200002362; იურ. მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ, საფოსტო ინდექსი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: career@georgiasnatural.com; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია