Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700359&print=yes&view=jobs
 
იმპორტის და შიდა შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის და შიდა შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: რენეკო
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.
კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის და შიდა შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი (საწვავს უზრუნველყოფს კომპანია)
** შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია პროგრამა APEX - ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაგეგმილი შესყიდვის პროცესის აღსრულება კომპანიის შიდა შესყიდვების პროცედურის შესაბამისად;
** მიწოდების პროცესის ორგანიზება, პროდუქციის დროული და ხარჯეფექტური მიწოდების ციკლის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** შესყიდული პროდუქციის ვადიანობისა და ხარისხის გადამოწმება დასაწყობებამდე;
** კომპანიის სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქციის მომწოდებელთან დაბრუნების უზრუნველყოფა;
** საიმპორტო პროდუქციისა და მომწოდებლების/მწარმოებლების მოძიება და სამუშაო პრინციპების განსაზღვრა;
** საიმპორტო პროდუქციის მომწოდებლებთან/მწარმოებლებთან მოლაპარაკება და პირობებზე შეთანხმება;
** იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება და კონტროლი;
** იმპორტთან და გადაზიდვებთან დაკავშირებული პირობების კონტროლი, მიწოდების გრაფიკის კოორდინაცია და ყველა მხარესთან კომუნიკაცია;
** საბაჟო დეკლარაციების დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი;
** საბაჟო დეკლარაციების საბუთების მოწესრიგება და დროულად მიწოდება კონტროლი;
** კომპანიის ყველა სტრუქტურისგან საბაჟო განყოფილების პროცედურებისა და წესების შესრულების მოთხოვნა და კონტროლი;
** კომპანიის უშუალო ხელმძღვანელების მიერ გაცემული ყველა სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 სთ. შაბათი 09:00-14:00
** ანაზღაურება 3000 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს). მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადის. (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ) საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ანდა განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: Vacancy@reneco.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია