|
დასახელება:
ფინანსისტი
|
| მომწოდებელი:
მადარტი
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის მართვა;
** თანამშრომლების მუშაობის ფინანსური ეფექტურობის გათვლისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა-აღსრულების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** კომპანიის ბიზნეს განვითარების პროცესში მონაწილეობა;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტების მომზადება;
** ბუღალტრული აღრიცხვის სიზუსტისა და შესაბამისობის კონტროლი;
** ფინანსური ანალიტიკისა და მართვის უნარების კიდევ უფრო განვითარება;
** წარმოებისა და ლოჯისტიკის სამუშაო პროცესებში ჩართულობა;
** ფინანსური დირექტორისთვის სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული გეგმის წარდგენა;
** ფინანსური პროცესების მართვის კუთხით პირადი ხედვის და ინიციატივების შეთავაზება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზანილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება HR სპეცილისტთან;
** ტესტირება;
** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესუსრესების მართვის ხელმძღანელთან.
ჩვენ ვითხოვთ:
** უმაღლეს განათლებას ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
** მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას ანალოგიურ პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
** გუნდის ეფექტური მართვის უნარს;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა.ბელიაშვილის ქუჩა #145
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე; 09:00 - 18:00
ანაზღაურება: 3500 - 4000 ლარი
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitapass - ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა, კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@madart.ge
რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|