Робота для біженців з України
მოლარე და ბილეთების სკანირების ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე და ბილეთების სკანირების ოპერატორი
მომწოდებელი: აბაულა
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
ბილეთების ონლაინ პლატფორმა Abaula აცხადებს ვაკანსიას მოლარისა და ბილეთების სკანირების ოპერატორის პოზიციებზე ქალაქ ქუთაისში.

Abaula-ს შესახებ: Abaula არის ინოვაციური ონლაინ ბილეთების გაყიდვის პლატფორმა, რომელიც ბლოქჩეინ (Blockchain) ტექნოლოგიის გამოყენებით უზრუნველყოფს თითოეული ბილეთის უსაფრთხოებასა და დაცვას გაყალბებისგან.

ქუთაისში, Abaula-სა და ქუთაისის "ტორპედოს" თანამშრომლობის ფარგლებში, პლატფორმა უზრუნველყოფს მატჩებზე ბილეთების რეალიზაციასა და სტადიონზე შესვლის სრულ ტექნოლოგიურ კონტროლს.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაოს "ტორპედო ქუთაისის" საშინაო მატჩების დღეებში.
** ორგანიზებულ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.
** ანაზღაურებას: მოლარე - 100₾ (თითო მატჩზე); ოპერატორი - 50₾ (თითო მატჩზე). სამუშაო ადგილი:
** ქ. ქუთაისი, რამაზ შენგელის სახელობის სტადიონი.

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო საათები დამოკიდებულია მატჩების განრიგზე (არაფიქსირებული).
** სამუშაო დღეები: ძირითადად კვირაში ერთხელ (მატჩის დღეს).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოლარე: მომხმარებლების მომსახურება სალაროში, ნაღდი და უნაღდო (ბარათით) ანგარიშსწორების მიღება და ბილეთების ამობეჭდვა.
** სკანირების ოპერატორი: სტადიონის ტურნიკეტებთან გულშემატკივრების დახვედრა, ბილეთების სკანირება და სტადიონზე შესვლის პროცესში მათი დახმარება.
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პლატფორმის გამოყენების წესებთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნოლოგიებთან სიახლოვე (აუცილებელია).
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტი).
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტი).
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

Abaula-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში ერთი წლის განმავლობაში მსგავს პოზიციაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით.

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: tickets@abaula.ge და წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია: "მოლარე - ქუთაისი" ან "სკანირების ოპერატორი - ქუთაისი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე